წინანდალითეთრი მშრალი
დამზადებულია კახეთში, წინანდლის სპეციფიკურ ზონაში გაშენებული რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, გამოირჩევა შესანიშნავი ბუკეტით, დარბილებული დახვეწილი გემოთი და განუმეორებელი არომატით. წარმოებულია საქართველოში
|
ტვიშითეთრი ნახევრადტკბილი
ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო “ტვიში” დამზადებულია ლეჩხუმში, ტვიშის მევენახეობის სპეციპიკურ ზონაში გაშენებული ცოლიკოურის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ღია ქარვისფერი შეფერილობით, ნაზი, დახვეწილი გემოთი და ხილის არომატით.წარმოებულია საქართველოში
|
საფერავიწითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია კახეთში გაშენებული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, გამოირჩევა ექსტრაქტულობით, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო სიმწკლარტით. წარმოებულია საქართველოში
|
მუკუზანიწითელი მშრალი
დამზადებულია კახეთში, მუკუზანის სპეციფიკურ ზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, მკვეთრად გამოხატული არომატით და ნაზი ბუკეტით. წარმოებულია საქართველოში
|
ქინძმარაულიწითელი ნახევრადტკბილი
დამზადებულია კახეთში, ქინძმარაულის სპეციფიკურ ზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. იგი ხასიათდება მუქი წითელი შეფერილობით, მკვეთრად გამოხატული ბუკეტით და ჰარმონიული ხავერდოვანი გემოთი. წარმოებულია საქართველოში
|
ხვანჭკარაწითელი ნახევრადტკბილი
ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი წითელი ნახევრადტკბილი ღვინო “ხვანჭკარა” დამზადებულია რაჭაში ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში გაშენებული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, კარგად განვითარებული ჯიშური არომატით და ჟოლოს ხავერდოვანი ტონებით. წარმოებულია საქართველოში
|